0 33

უსაშველოდ მტკივნეული შეგრძნებები


დიდი ხანია კალმისთვის ხელი არ მიხლია, 
როგორ მძულს საკუთარი გამოვფინო შეგრძნებები,
 თავზე აკრული კოსა ,გაწეწილი გაოფლილი თმები , 
 მოუშუშებელი იარები 
და სხეულში დადის ყინვის მასკარადი ,
 დესტრუქციული მხეცი ვარ , 
 თან ღვთიანი და თან უღვთო 
მეზიზღება ყველაფერი ყალბი 
და ყალიბში ჩამოვასხი ტყუილები 
ირთქლიანი ფორმები ,აივანზე გრილდება,
 გავკიდე თოკებზე გარეცხილი ნამუსი,
ტელევიზია რა ხანია გავთიშე ჩემი ბინიდან 
და მომინდა საკუთარი სამყაროს შენება ...
    ყელში გამოუთქმელი სიტყვები მედება ,ამოსული ხორხში და უკან ჩაბრუნებული, 
 მოთმენილი დელგმა წვიმა და საფირონის ფერი გული იარლიყად მედება სხეულზე 
აბა , ის აღარ მუშაობს...
       როგორ მარტივად ვაბამდი საკუთარ მხეცებს ფსიქიკის კუთხეში 
როგორ განიცადა მუტაცია ,ამდენმა 
თავის მოკატუნებამ 
და მოკატუნებული მხეცები 
 ტიტანებად ამოვიდნენ გონიდან ხორცში 
ტონებად მდის დაუსრულებელი ტკივილი ,
 მოთმინება და ასად გახლეჩა,
  არაფრის მჯერა ,გარდა საკუთარი მე- სი ...
 როგორ მინდა ჩემი გაყინული ლოდად ქცეული სხეული მტვრად იქცეს , 
 მაგრამ მახსენდება მითოსი..
 უსამართლობა მეუფე , ტანჯვა და სიკვდილის ბობოქარი შემოძახილი ..
 როგორი რთულია იმედგაცრუება , 
 ფერადი კანფეტები ობიანი 
 ყელში სიმწარის არომატი დაყვება ,
მატლებში გახვეული ჩემი ემოცია 
და სულის ჩამდგმელად მოვლენილი მფეთქავი მიწა....
   არ გესმით, მოუშუშებელი იარების ,რომე
ლიც მუდამ ღიაა და სისხლიანს ისევ წოვს სისხლს მხეცი ..
 მხეცი შენ ხარ ,უძლებ ამდენ მარაზმს ..
 გულის რევამდე  მისული , არწყევ საკუთარ ტკივილს და ჰიაცინტებად იშლები ..
    სააღსარებო ლოცვას უყვები ზღვას ,
თითო ლუკმა იმედს ურიგებ უიმედოებს 
  უზარმაზარი ლეში ხარ ურბანულ სოფელში ..
 არაფერს ელი ,
  ცოფიანი ძაღლივით ყეფ ,რომ დაიცვა თავი ..
 სასეირნოდ არ მიჰყავხარ პატრონს 
..
 შენით აზიდავ საკუთარ სხეულს 
მიათრევ დაბნეულს ჯაჭვით ..
 გადაივლისო ამბობდნენ უწინ ..
 გადამიარა მემილიონე კომეტამ ..
 აფეთქება იყო უდავოდ ..
 მე ხომ ავფეთქდი 
ვარსკვლავთა მტვერი ვარ კოსმიურ ცაზე ..
 მესამე ვარსკვლავი ..
 მფრინავი მე .. 
 ჭადრაკის თამაში ..
 ფაზლის ფიგურა ...  
იქ დავიბადე და იქვე ვრჩები .... უკან დასაბრუნებელი ბევრი გზა დარჩა ...
 დროს ველოდები .... 
 ჟ.ა 
2021
კომენტარები (0)