ჟანეტა მორჩაძე - ფოტო

ჟანეტა მორჩაძე

ფილოლოგი (სტუდენტი)

0

ოიდიპოს!


-ძალა არ შესწევს კაცთა მოდგმას,
 რომ ბედისწერა ნებით შეცვალოს!
ასე ღაღადებს თვით სოფოკლეც - ოიდიპოსში...
მეფე, უძლური, ბედისწერის მსახვრალ მარწუხებს,
ღმერთების ბოროტ განჩინებას ვერსად წაუვა.
მამის მოკვლა და დედის ქმრობა მას მიუსაჯერ სამარადისოდ...
მეუფე ცდილობს თვით შეცვალოს ღმერთების ნება,
გრძნეულ მისნების ნაამბობი გააბათილოს.
ოიდიპოსს ხომ თვალები აქვს და ვერრას ხედავს,
ტრაგიკულია მისი ყოფა სამარადისოდ...
ტრაგიკულია კაცთა მოდგმის ღვთიური გმირი,
რომელიც ითხრის თავის ხელით თვალებს უწყალოდ.
მხოლოდღა მაშინ ეხილება თვალი მეუფეს
- ირონიაა ესეც ერთი ალბათ ღმერთების!
კაცი უძლური ვერრას შეცვლის თურმე ამქვეყნად,
უნდა იტანჯოს, დადგენილ გზას უნდა იაროს...

2021
კომენტარები (0)