ჟანეტა მორჩაძე - ფოტო

ჟანეტა მორჩაძე

ფილოლოგი (სტუდენტი)

0

გიორგი I


"...იგორა თვითმოძრავმა ჭურმა და აჰა, სიკვდილის ბჭესთან მოგორებულა იგი..."


მეფე აზვავდა არსაკიძის რა სცნო ამბავი,
ეროსით მთვრალმა დაივიწყა კაცთ სამართალი,
უმალ წარკვეთა მიუსაჯა, მარჯვენის, ოსტატს 
და გაიმეტა სიკვდილისთვის ლაზი, მწყაზარი.
ველად გაიჭრა გახელებით შლეგი, საზარი, 
ვერც იქ მონახა დამაშვრალმა სულის ტაძარი
და განუწყვეტლივ აბოდებდა შორენას სახელს,
ის ნებიერაც, მისდა ბედად, უბედოდ ნახეს.
"არცა სიკვდილში ჰქონიაო გიორგის ბედი",
უწყალოდ ტანჯულს მოლანდვია ჯავარდნის ხედი
და ბოლო სიტყვა, რომელიც კი მის პირით თქმულა
ისა ყოფილა - დამკარიო ეგ ხმალი პიპა.


2020
კომენტარები (0)