ფული ...


ფული ფულია,
ფული რთულია,
ფული ყველა მხრივ
დახლართულია,
ციფრები ახატია,
ძნელი სახატია,
მაგრამ ყველაზე
მაგარი ნახატია.
ფული ნერვებია,
ნერვები სიცოცხლეა,
სიცოცხლე ჩვენია,
სხვა რა დაგვრჩენია?!
ფული აზარტია,
ფული კარგია,
ფული ბევრი ფული,
ფული კარგია !
ფული გარგია,
ხან არ გარგია,
შენთან თუ მოხვდება,
უი, რა კარგია !
უფულოდ ცუდია,
მაგრამ არ არის საზღვრებად,
" ფულით ყველაფერი არ განისაზღვრება ! "
ძნელად იშოვება,
ადვილად იხარჯება,
ფულისთვის ყველა
თავისებურად ისარჯება.
წყეული ფული !!!!!!
ბევრჯერ არ მქონია,
ის ხომ ბევრი ხალხის,
ბევრჯერ ნაქონია.
ფული ბინძურია,
ინტრიგებს ხლართავს,
უნებისყოფოებს კი
ადვილად მართავს!
რა არის ფული?
ის არის რთული!
წესი პირველი:
არასოდეს არ მიჰყიდო მას შენი სული !
ის შენ გჭირდება
ბევრი კი გაწყენს,
ზედმეტი ფული.... ადრე თუ გვიან
დაგტოვებს ნაწყენს!
ფული დაგტოვებს ნაწყენს?
ფულით ხომ ყველაფერს იყიდი რაც მოგინდება,
მოძებნე მაღაზია
რაც გჭირდება იქ იდება,
ყველაფერი იყიდება !
...............მინუს ერთი:
" ყველაფერს მაინც ვერიყიდი !!!
ისეთი რაღაცა რაც არ იყიდება,
ყიდიან მხოლოდ უნამუსოები!
უნამუსოები !!!
ფული არაფერია,
თუ ყველაფერია?
მაგრამ ერთია რომ
ყველაფრის იქით მაინც არაფერია .....ა რ ა ფ ე რ ი !!!
ფულის გარეშე კი ეს ცხოვრება ალბათ ძნელია
უფრო სწორად, ძალიან არის ძნელი.
თორემ .....ადამიანმა ამ ბინძურ ქაღალდს,
როგორ უნდა მოკიდოს ხელი?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი