ამ ცხოვრებაში ...


ამ ცხოვრებაში სუყველაფერი,
დროებითი და წარმავალია,
რადგან თვითონ დრო წამავალია,
სიყვარული კი დროის წამალია.
თუ არ შეიყვარებ შენი ცხოვრება,
დაემსგავსება უაზრო მდინარეს,
რომელიც უაზროდ თან გაგიყოლებს,
მოძრაობიდან გამომდინარე.
როდესაც გიყვარს არა ხარ მარტო,
გაუჩერებელი დროის დილამდე,
უნდა გიყვარდეს, უნდა გიყვარდეს,
ვიღაც ყოველთვის უნდა გიყვარდეს!
....................... რადგან ................................
ცხოვრება ზოგჯერ ანკარა წყაროს გავს,
ზოგჯერ კი საოცრად ბინძური ღელეა,
და თუ ამ ქვეყნად არ გიყვარს ვინმე,
ეს ყველაფერი .... სისულელეა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი