სადღაც წარსულში ...


სადღაც წარსულში, ისტორიაში,


მოხდა ამბავი....გასაკვირველია,


და ეს ამბავი არის გრძნობებზე,


ეს სიყვარულზეა......რასაკვირველია.


იყო რომეო, იყო ჯულიეტა,


იყო სხივები, თბილი, მზიური,


იყო სილამაზე, იყო ყვავილები,


იყო სიყვარული.... მარადიული.


მაგრამ ტრაგედია ხომ..... სულის ნაგლეჯია,


ზოგჯერ სილამაზე ......განწირულია,


სადაც მზეა...... იქვე ღრუბლებია,


ამ დროს სიყვარული კი ......თავგანწირულია.


იყო ერთგულება, იყო ღიმილი,


იქ სილამაზის იყო სამყარო,


ღმერთო გევედრები ჭეშმარიტება და.....


ესეთი სიყვარული არასდროს გაჰყარო.


მათ კი უშლიდნენ ..... სიყვარულს უშლიდნენ,


ეღობებოდნენ წინ ელკებივით,


მათ სილამაზეს დანით კაწრავდნენ,


და ესეოდნენ როგორც მგლებივით.


მათ დამარცხებას ლამობდნენ ირგვლივ,


გულს უხარებდათ მათი წამება,


მაგრამ საუკუნოდ მათი სიყვარულის,


მარადიულობა შექმნეს წამებმა.


ასე ამბობენ - ვერაგი ვაება,


არ იღლებოდა და ჰქონდა ღონეო,


სიბოროტემ კი ვერა დააკლო და......


სიყვარულისთვის მოკვდა რომეო.


ხოდა გამოჩნდა ქალის ბუნება,


მან დაიჩოქა......  კი არ წაიქცა,


საწამლავს გემო ურცხვად გაუგო


და სიკვდილისკენ ნებით გაიქცა.


ის სიყვარულის იმ უზარმაზარ,


დიდ სამყაროში მას უკვე ხედავს,


მის ტუჩებს უკვე ბოლოჯერ აკოცა


და ბედნიერი დააკვდა ცხედარს.


ტყუილად არ მომკვდარან და ეს ცხადია,


რომ ეს ამბავი ახლაც იციან,


მათი ტრაგედია და თავდადება,


დღესაც სიყვარულის.......... მაგალითია.


მოკვდა რომეო, მოკვდა ჯულიეტა,


არც კი უცდიათ ბრძოლა ბედისთვის,


მათ არ შეეძლოთ უერთმანეთოდ და .........


თავი მოიკლეს ..... ერთმანეთისთვის !
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი