0

სამშობლოა ყველასათვის


სამშობლოა ყველასათვის 
ძვირფასი და საყვარელი 
დღესაც ასე მენატრება 
გურჯაანი და ყვარელი

ჩემი გულის ფეთქვა არის 
მიყვარს ჩემი ქუთაისი 
წელიწადის ყოველ ამ დროს 
აპრილია თუ მაისი

ყოველ კუთხეს გაუმარჯოს 
კახეთია თუ გურია 
ყველა ჩემი სამშობლოა 
მისი ნახვა თვალს წყურია

ჩვენი ბურჯი საქართველო 
საუნჯეა სანუკვარი 
უფლის მიერ ბოძებული 
ჩვენთვის არის საჩუქარი

ერთი კუთხის შვილები ვართ 
ჩვენი მიზანიც ერთია 
რომ სამშობლოს ვემსახუროთ 
რომელიც ერთადერთია

ამ სამოთხის ქვეყანაში 
აქ არც მტრობა,არც შურია 
ჩვენი ძალა ერთობაა 
და კავშირი აქ ძმურია

აქ ყოველთვის ხალისია 
ჩვენი გულიც არ ბერდება 
სიყვარული ერთმანეთის 
გვასაზრდოებს,არ ნელდება

მეც არავის არ ვანსხვავებ 
ყველა მიყვარს თანაბრადა 
თანასწორად მიმაჩნია 
მე კანონის თანახმადა

სიყვარული ქვეყნისადმი 
გადამექცა ჩვევასავით 
სამშობლოა საფიცარი 
საყვარელი ყველასათვის
კომენტარები (0)