0

მეხატება მთელ სახეზე


მეხატება მთელ სახეზე
ჩუმი მთვარის ელვარება,
სიმშვიდეს მგვრის, მაშინ როცა
მეუფლება მღელვარება.
ჩუმი მთვარის ელვარება
მეხატება, მეფერება
ამ ლამაზი გრძნობისაგან
თავი ნელა მეღერება.
და ეს მთვარის ელვარება
აისახა მშვიდად ძილზე,
და ეს გრძნობა თან გამყვება
მე სიცოცხლის მთელ მანძილზე.
2011
კომენტარები (0)