0

ჩა და ქუჩა


დავდიოდი
ერთხელ ჩაში,
არ ვკარგავდი
დროს ქუჩაში.
საღამომდე
ვკრეფდი ჩაის,
სულ სხვა იყო
ქუჩა და ის.
მით ვირჩენდი
ჩაით თავსა,
რომ ვარჩევდი
თეთრს და შავსა.
ჩაში ყოფნა
მიყვარდა მე,
ძილს იწვევდა
ჩემში ღამე.
წესად მქონდა
ვიყავ ფრთხილი,
დღისით შრომა
ღამით ძილი.
მე ცხოვრება
მქონდა მშვიდი,
რაც დავთესე
იმას ვმკიდი.
2011
კომენტარები (0)