0

ბევრი მგოსნისგან ნაქებო


ბევრი მგოსნისგან ნაქებო 
სამშობლოვ ლაზათიანო,
ღირსება არ შეგიბღალავს 
ტურფავ და მაღალმთიანო.
სვიანო, ქუდბედიანო
ქედს ნუ მოუხრი მტერსაო,
სხვაზე პატარა რომა ხარ
ვინ შეგადარებს მწერსაო.
ძალა გაკლია თუ ღონე 
რომ დამორჩილდე სხვასაო,
მონაპოვარი ეს შენი 
რომ გაატანო წყალსაო.
ჩემი ქვეყნიდან შორს ყოფნა 
ვერ ავიტანე, ვნახეო 
ჩემი სამშობლო, რომ მიყვარს 
იცოდე ვინამც მძრახეო.
გზას დაგებული ყოველი 
მე ავირიდე მახეო.
ნაცნობი ხმები მეძახდა
მიდი სამშობლო ნახეო.
როს ვიხილე მე მისდამი
სიყვარული ავსახეო,
სათნოების და მშვენების 
თვალწინ დამიდგა სახეო.
სვიანო, ლაზათიანო 
დაუვიწყარო მხარეო,
შენს მიწას შემომატარა 
გზას მინათებდეს მთვარეო.
2011
კომენტარები (0)