0

გაზაფხულის აპრილია


გაზაფხულის აპრილია
ჭიკჭიკებენ ჩიტუნები,
სალაღობოდ გამოსულან
გოგონები, ბიჭუნები.
ყვავილების კონებია
მით მოირთო მინდორ-ველი,
მოწიწებით სხივებს აფრქვევს
მზე საამო, მზე ნათელი.
შორი თბილი ქვეყნებიდან
მოფრენილი მერცხლებია,
არემარეს აღვიძებენ
მათი ჭიკჭიკის ხმებია.
საამური ამინდია
დღეც საამო და გრილია,
ჭიკჭიკებენ ჩიტუნები
გაზაფხულის აპრილია.
2012
კომენტარები (0)