0

გაიღვიძა ქვეყანამ


გაიღვიძა ქვეყანამ
ლამაზი დღე გათენდა,
ამოსული ანაზდად
მზე სხივებსა აფენდა.
უწინ ასე ლამაზი
დარი იყო დარობდა,
მზის ამოსვლით, ცქერითა
ყვავილები ხარობდა.
ისევ დადგა მაისი
ეს ხომ გაზაფხულია,
ხალხი შვებით, სალხენად
გარეთ გამოსულია.
ანათებს და ასხივებს
მზე სხივების მფრქვეველი,
ცხრათვალა მზის ხედვითა
გაიხარებს მჭვრეტელი.
მშვენიერი და წყნარი
ამინდი და ხანაა,
ასეთი დღის დადგომა
ვისთვის გამოცანაა.
2012
კომენტარები (0)