0

ბუდეს აშენებს მერცხალი


ბუდეს აშენებს მერცხალი
დასჩეკავს წვრილსა ბარტყებსა
გაზაფხულისა დადგომა
გულში სიხარულს ბადებსა
ერს გათენება უხარის
გაზაფხულისა დილისა
სუყველგან ჟრიამულია
დრო არის რა დროს ძილისა
მადლობას ვუძღვნით უფალსა
დადგომისათვის ამ დღისა
აღტაცებული შევყურებთ
ვარდის ამოსვლას და მზისა
კომენტარები (0)