0

ღაპა - ღუპით


თოვლი მოდის ღაპა–ღუპით
მეგებება თოვლი კართან,
პირქუში ცა ფიფქებს ისვრის 
და ეშვება თეთრი ფარდა.
დაითოვლა გალავანი
მოსდებია ჭირხლი ეზოს,
თოვლი მოდის ღაპა–ღუპით
რომ მინდვრები გაათეთროს.
მოჩანს რაჭა–იმერეთი
როგორც თეთრი მაქმანები,
გზები გადაჭედილია
თოვლისფერი მანქანებით.
სახლის ახლოს თეთრ ბოძებზე
ჩიტი არის განაბული,
ზის მოწყენით, იქნებ მართლა
ესიზმრება გაზაფხული.
თეთრ მინდვრებზე ნელა–ნელა
მიგორაობს თოვლის ბურთი,
ზამთარია, თოვლი მოდის
ღაპა–ღუპით, ღაპა–ღუპით.
2017
კომენტარები (0)