წიგნაკი

ვიგლოვებ წიგნაკს, გულში ჩავიკრავ
დამზაფრავს ცა და ცეცხლის მონთება
აწ, ჩახლართული გზები გახშირდა
და ვარსკვლავები იქცნენ გოდებად.
ეს ცისარტყელა რაღამ გახირა
სხეულს უშფოთებს ღამეს მიზრაფი
თარს ააკვნესებს, ერთგულ ნახირად
ბედი საჩუქრად წყევლას მიგზავნის.
წყვილი ვარსკვლავნი დგანან დარაჯად
ჩემში სამსალა რომ დააოკონ
მაგრამ მჭლე მასში აღებს ფანჯარას
და ვით მიშველი ჩემო გოდოლო?!
წიგნაკს შავი ტყე დაუფლებია
და ჯაგანებად მისრესს ბედი გულს
ვინც ჩვენ გვიყვარდა ყველა კვდებიან
ვბორკავთ და ვებრძვით მაინც საშინელს.
გვიახლოვდება ბედი ბნელ ტყეში
ჩვენ საიდანაც გაქცევას ვცდილობთ
და ვჩანვართ როგორც ლანდი ღამეში
ჩვენში ნათელიც, რომ ვეღარ სხივობს
გულში ჩავიკრავ, წიგნაკის პროლოგს
შევუსაბამებ იმედის პწკარებს
მაგრამ გადაშლის ქარი ეპილოგს
და ბედი ისევ მე გამაწამებს.