0

ფრთები შეჰკარ, გაირინდე


ფრთები შეჰკარ, გაირინდე
არ გჩვევია გარინდება,
ქარი გიწეწს შენს გაშლილ თმებს
ჩამოჰკრავს და ახირდება.
გაიფიქრებ გულსაკლავად
რად მოგეჭრა ქარბორბალა,
ჩაგაწვეთა გულს სამსალა
და შემორჩი ნაბოლარად.
შეიკვეცე ფრთები თითქოს
გულს დაიწყე ეგ ხელები,
მოგენატრა უცებ სითბო
და ქარიშხალს ეფერები.
კომენტარები (0)