ჩემი ცხოვრება ..

ჩემი ცხოვრება ისე ჰგავს სიზმარს,
სიზმარს, რომელსაც არა აქვს ბოლო,
სადაც არავინ არ იწერს პირჯვარს,
სადაც გმირები კვდებიან, ხოლო,
ცოცხლად დარჩენილთ, ცოდვებზე ცოდვა
ემატებათ ყოველდღე ცისმარს.

ჩემი ცხოვრება ისე ჰგავს ჭაობს,
ჭაობს, რომელსაც არა აქვს ფსკერი,
მასში მოხვედრას ყოველი ნანობს,
აქ არ იციან მოყვარე, მტერი
და ყველა ერთად, კაციც და ღმერთიც,
ერთურთის ტანჯვა-წამებით ხარობს.

ჩემი ცხოვრება ისე ჰგავს ციხეს,
ციხეს, რომელიც შიგნიდან ტყდება.
შემოდის მტერი, კვლავ უკან იხევს
და ეს კოშმარი არასდროს წყდება,
მხოლოდ ახალი აჩნდება კვალი
სისხლიან ხმლების უსახო ნიღბებს.