ყველაფერი თავისთავად იქნება ..

ყველაფერი თავისთავად იქნება:
ყვავილები,
ტაში,
აღიარება...
საჭიროა მხოლოდ იმ გზის მიგნება,
რომელ გზითაც ქრისტე დაიარება

(იმან მაინც მომიტევოს იქნება,
ჩემი ხელით რაც სიბილწე იქმნება).

და თუ ვერ ვარ მე სამოთხის მნახველი,
დე იხილონ ზეცა ჩემმა წიგნებმა!
ხოლო დაფნა,
დიდება და
სახელი -
ყველაფერი თავის დროზე იქნება.