რეკვიემი მიცვალებული სიტყვებისთვის

რაც უფრო მეტს ვწერ,
მით უფრო ნაკლებს ვსაუბრობ.
და რაც უფრო ნაკლებს ვსაუბრობ,
მით უფრო მეტად ვრწმუნდები,
რომ სიტყვები ადამიანებივით არიან -
მათ სიცოცხლე, სიყვარული, სიძულვილი და კვდომა ახასიათებთ.
და რაც უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში,
რომ დროთა განმავლობაში სიტყვებიც ადამიანებივით მეცლებიან,
მით უფრო მეტს ვწერ,
რომ ნაკლებად ვიფიქრო ამაზე.
და რაც უფრო ნაკლებს ვფიქრობ ამაზე,
მით უფრო მეტია სათქმელი
და გაცილებით ნაკლებია ალბათობა იმისა,
რომ სიტყვებშემოძარცვულმა პოეტმა რამე თქვა...
ერთხელაც, ცარიელ ფურცელს მოვაწერ ხელს
და ეს სიცარიელე იქნება უმაღლესი პოეზია -
რეკვიემი მათთვის,
ვისთვისაც მარადისობა არაფერს ნიშნავს,
რეკვიემი მიცვალებული სიტყვებისთვის.