მუსიკა წყნარი, კოქტეილი ..

მუსიკა წყნარი,
კოქტეილი,
კაფე "აზია",
ჭიქა მარტინი,
და ცხოვრებაც რა ლამაზია...
ბლუზის ჰანგები უერთდება
სინაზეს ფერთა,
ლამაზო ქალო, მოდი ერთად
წავიდეთ ღმერთთან!
ნაზია ღამე. არ მასვენებს
მრუში ფიქრები:
ხვალაც აქ მოვალ, თუ ცოცხალი
ისევ ვიქნები!
ახლა კი მოდით, დავასხათ და
ვინც არ დალიოს,
ვეღარ მოესწროს სიკეთეს და
დამდეგ ალიონს!
. . . . . . . . . . . .
ისევ მუსიკა,
კოქტეილი,
კაფე "აზია",
ცოტაც მარტინი,
და ცხოვრებაც რა ლამაზია.