ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან -9 (მოგონებები ილიაზე)

ილია, როგორც ეს შეეფერება პოეტს, ხშირად და ადვილად მოდის აღტაცებაში და ეძლევა პათოსს ხანდახან სულ უბრალო მიზეზების გამო.
_ ვაა… ვერ წარმოიდგენ… – …მითხრა ერთხელ იმან, – რაღაც შემთხვევის გამო, ბრაზილიის იმპერატორმა დონ პედრომ შეუთვალა ვიქტორ ჰიუგოს (აქ მგოსანი წამოდგა ზეზე და გამოიჭიმა მთელის მისის სიმაღლით): შენი ნახვა და გაცნობა მწადიანო. ამის პასუხად ჰიუგომ შეუთვალა მეფეს: მე სადარბაზოდ არავისთან არ დავდივარო. მაშინ იმპერატორმა და მისმა ტახტის მემკვიდრემ თითონ ინახულეს დიდი მგოსანი. ვიზიტის დროს, როცა მასპინძელმა სიტყვაზე _ «თქვენო უდიდებულესობაო», _ უთხრა მეფეს, მეფემ სიტყვა შეაწყვეტინა მგოსანს და უთხრა თავის მემკვიდრეს: Сын мой, помни, здесь нет другого величества, кроме Виктора Гюго… ეს სიტყვები ილიამ დიდის ამბის-ყოფით წარმოსთქვა, ეტყობოდა სიხარული, რომ ქვეყნის მბრძანებელი ასეთ გვარად ემორჩილებოდა სიტყვისა და ლექსთა მეფეს, როგორიც იყო ვ. ჰიუგო.

წყარო: burusi.wordpress.com

კომენტარები (0)