ილია ჭავჭავაძე - ფოტო

ილია ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი

ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან - 14 (მოგონებები ილიაზე)

ილიას, როგორც ბანკირს, ქართულ მწერლობასთან და ხელოვნებასთან კავშირი არა აქვს და ამიტომ მის მოღვაწეობაზე თბილისის საადგილმამულო ბანკში მე აქ დიდს არას ვიტყვი. პოეზია და ანგარიში, ქნარი და ჩოთქი, როგორღაც ერთმანეთთან ვერ მიდიან, გარნა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ილია საზოგადო მოღვაწეა და რომ მისმა გონებამ და შრომამ მისგან დაწყებული და წარმართული ბანკი იმ ზომამდის მიიყვანა, რომ დღეს ბანკის დამფუძნებელთ უკვე დაუბრუნდა უკანვე ძირის თანხა და როგორც ახლა, ამ წასვლაზე თბილისში შევიტყვე, შარშან ბანკს ჰქონდა იმდენი შემოსავალი, რომ ოთხასი-ათასი მანეთის ზარალი დაუფარავთ და კიდევ დარჩენილა წმინდა შემოსავალი ორასი ათასი მანეთი. ილიას ბანკის მოგებით უდგია დღეს სული ყველა თბილისის თავადაზნაურთა საზოგადო დაწესებულებათ.
დრო და ადგილი ნებას არ მაძლევს, აქ ილიას ნაწერებზე ვილაპარაკო, და ამით ვათავებ ამ ჩემს მოგონებას პოეტის ცხოვრებიდამ, თუმცა სამახსოვრო წიგნში ჯერ კიდევ არ გამომლევია მასალა ილიას შესახებ.

წყარო: burusi.wordpress.com

კომენტარები (0)