0 45

მიზიდულობა


მაცხოვრის კვართით ვიზიდავთ სულებს,
აპოკალიფსურ ჟამის მაგნიტით ,
მეც ზამთრის სუსხში გამოვეშურე
და გაზაფხულის ძალით ავკვირტდი .
მოგევლინები განსაცდელთ შორის
მთელ ცის კამარას გადმოგვაფარებ,
ვიქნები ბავშვიც და შენი ტოლიც
და რაც მახარეს - მას მოგახარებ .
აელვარდება მალე სიმართლე,
და წაერთმევა ყველას გონება,
ვინც კი ვერ ხვდება მარადისობა
ჩვენს გულებს როგორ ეამბორება .

01.12.2022. -
კომენტარები (0)