1 163

Prometeo !


წარსულიდან მომავალი სახე,
აწმყოში კი უკვე ისმის ფსტვენა,
ბაზალეთში შეშრობილი ცრემლი
სინანულით წამოიწყებს ცვენას . . .

- მდუმარებით შემოსუდრულ მზერას,
მხრებზე უმძიმს ღვთისშვილობის ვალი,
სიჩუმიდან გამოტყორცნილ ბგერას
მადლის მოსვლით ერეკება ზარი.

ამირანი ჯაჭვს აიწყვეტს მალე,
ცეცხლის ენებს შემოირტყამს ძალი,
ყველაფერი გაცოცხლდება ირგვლივ
რეალობის - მითს უჩანს კვალი .
კომენტარები (0)