მეგობარს

თუ თვალებს მხოლოდ ცას მივამსგავსებ,
და წელს შევარტყამ სამოთხის ფერებს,
გაზაფხულს შთანთქავს ეგ სილამაზე
და ცისარტყელას წაართმევს ერებს.

ზამთარში ნისლი დაწვება მთებზე,
მაგრამ ეს მზერა დაჰბერავს ქარებს,
შემოდგომაზე თუკი შეგვცივდა 
კვლავ შენი სითბო გაგვიშლის კარვებს.

განთიადს მზის სხივს ასველებს ცრემლი,
რომელიც შენს თვალს ჩამოჰყავს წვიმად,
ღმერთთა კრებულის შემნატრის წევრი
რომ არ დამემსხვრას ოცნების მინა.

მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
ვერავინ დამწვავს ცეცხლის ალებით,
ახლაც ვსაუბრობ,როგორც დუმილი
სევდის მორევში მცურავ თვალებით.

აელვარებულ მზის სხივთა შორის,
მოსჩანს ღრუბელთა მდუმარე დგომა,
შენ შემიყვარდი,როგორც ცას ქორი
ფოთოლთ ზმანება და შემოდგომა.
კომენტარები (0)