იწვის ჰაერი...

იწვის აგვისტო, იწვის ჰაერი,
სუნთქვა შეკრული ცხელი ფილტვებით
დავიარები,
ჩემო სამშობლოვ შენი სურნელი
დამწვარ ჰაერში, დამწვარ ფილტვებით
მაინც ვიგრძენი,
ქართველობისთვის მოკლეს ქართველი,
მტკიცე რწმენისთვის მოკლეს ქართველი,
დაწვეს ჰაერი..
მაგრამ ფილტვებში დარჩა ჰაერი,
დარჩა სურნელი, დამწვარ ფილტვებით 
მაინც ვიგრძენი.
კომენტარები (0)