ისე უეცრივ


ისე უეცრივ შემომეფეთნენ
შენი თვალები, ზღვასავით ლურჯი,
ისე ბავშვურად შემომაფრქვიეს
 რაღაცნაირად ნაცნობი შუქი,
ვერ შევიკავე ღიმილი ვერა 
და ვისწორებდი თმის ხვეულს შუბლთან.
გვერდიგვერდ უხმოდ მივაბიჯებდით,
ცას დაჰფენოდა ღრუბელიც ლურჯად.
-ვისთან მიდიხარ?-გკითხე, როდესაც
 ბოლოს და ბოლოს რაღაც მითხარი.
-ო, ნათესავი გარდამეცვალა,
სატრფოს გულისთვის მოიკლა თავი.
-სატრფოს გულისთვის?
-რა, გაგიკვირდა?
-ჰო, გამიკვირდა, უცნაურია.
სიყვარულისთვის მომკვდარ ჭაბუკზე 
მე არასოდეს არა მსმენია.
ისე უეცრივ შემომეფეთნენ 
შენი თვალები, ზღვასავით ლურჯი,
ისე ბავშვურად შემომაფრქვიეს
 რაღაცნაირად ნაცნობი შუქი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი