0 85

გულახდილობა


ვიგონებ სიხარულს, სხივჩამქრალს,
სიყვარულს – ზვავ-მეწყრით დაფარულს,
მინდორ-ველს  – ნისლისგან გადამზრალს,
კოშმარებს – ჯარივით დარაზმულს.
ჩამიქრა იმედის ლამპარი,
დამემსხვრა ოცნების სამყარო...
გრძნობებით ვიცლები და მაინც
არ მინდა ფარ-ხმალი დავყარო!
ყურს ვუგდებ ჟრიამულს ჩიტების,
მე მათი ჭიკჭიკიც მახარებს...
მსურველი მეტის არ ვიქნები,
ამ ქვეყნად არ ვითხოვ არაფერს, –
ვცხოვრობდე ქართული ზეცის ქვეშ,
ვსუნთქავდე სამშობლოს ჰაერით,
წუხილი გავანდო ქარ-წვიმებს,
ვცოცხლობდე მე ჩემი ლექსებით.
კომენტარები (0)