მშვიდად კიაფობს ცაზე ვენერა


მშვიდად კიაფობს ცაზე ვენერა,
სადღაც ოლოლი ეძახის ოლოლს,
სული სავსეა გათანგულ ფიქრით
და  ,,ჩემი ბოდვის“ მე მჯერა მხოლოდ.
მივყვები ლურჯი ზღაპრების ბილიკს,
ჩემი ოცნება ნაზია, ჩუმი...
და მიმაქროლებს ზღვაური იქით,
მარტო ტკივილს რომ პოულობს გული.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი