როცა გყავს დედა


როცა გყავს დედა
და გულში გიკრავს,
არასდროს მოგაქვს
შენ თავი მდიდრად
და არასოდეს
არ მოგდის აზრად,
თუ სიხარული
გექცევა დარდად.
გამოგეცლება 
ხელიდან უცებ,
ისე უეცრად,
ვერც გაიოცებ.
მოგენატრება 
მისი ღიმილი,
მაგრამ ის უკვე
აღარ გიღიმის.
გული საშინელ
ტკივილს განიცდის,
მაინც ვერ ხვდები, 
მაინც არ იცი,
მაინც არ გჯერა,
რომ აღარ მოვა,
იქნება ფიფქი, 
იქნება თოვა,
ის კი არასდროს,
არასდროს მოვა.
როცა გყავს დედა
და გულში გიკრავს,
თუ დამიწდება, 
არ მოგდის ფიქრად.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი