სამშობლოვ ჩემო და სამყოფელო


სოფელი მეტყვის: მე მქვია თმოგვი,
თვის ისტორიას ჩუმად გამიმხელს
და ნელი ოხვრით, ცრემლების მოგვრით
შორი წარსულის სხივში ჩამიხვევს.
 მეტყვის რომ იყო ამაყი, მტკიცე,
თუმც ვერ გადარჩა, მაინც გაყიდეს.
კლდეზე ნაშენი ქალაქი ციხე
იდგა უმწეოდ იხვევდა ნისლებს.
თურქეთში ბალღი გაყიდეს ბევრი,
ტყე ინახავდა დედების ექოს,
ეძახდნენ შვილებს ცრემლიან მზერით 
და აწყდებოდა თვალებ ბექობს.
ოხვრენ ვარციხეც, არხილოსკალოც,
ბარბაროსობის სად დარჩა კვალი,
ნაომარო და ნაქალაქარო,
ნაჩეხ-ნახმლევი გტკივა მარავალი.
გადაიბუგა სოფელი ბევრი,
დღეს ნანგრევევბი ცოცხლობენ მხოლოდ.
გალეწეს ყანაც, ვენახიც, ტევრიც,
ვერ დააკნინეს თუმც საბოლოოდ.
წარსულის სხივი საპოვნელათი 
ოცნებასავით დამყვება გვერდით,
ვნახე გერგეტი, გრემი, გელათი,
სვეტიცხოველი და ალავერდი.
ვიხილე გორი, სამცხე, სამშვილდე,
სხალთის ტაძარი, წმინდა სამება,
მღელვარე სული ვერ დავამშვიდე,
ცხადი ოცნება, ტკბილი ზმანება. 
სამშობლოვ ჩემო და სამყოფელო,
ამერ-იმერო გადაკალმულო,
აყვავებულო ახალდაბებო.
გოროზად მდგომო მთებო ლომგულო,
წყალს გაატანეთ წარსულის ტანჯვა, 
ლოდქვეშ დამარხეთ ზღვა ტკივილები,
გაიცისკროვნეთ, იხარეთ და კვლავ
გაფანტეთ მწუხრის ცივი ფთილები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი