0 45

ბეშუმი


გულო, ისევ ძველებურად
ბეშუმისკენ მიიჩქარი.
მტრედისფერი ცა დამნათის,
ღრუბლებს ერეკება ქარი.
ზურმუხტისფრად შემოსილი
აზიდულან მაღლა მთები;
თოვლისფერი გვირილებით
მოქარგულან იაილები.
აქ გოდერძი, ცივი ქარი
და კამკამა ცივი წყალი.
მწვანე ნაძვებს შეფარული
გვეგებება იქ შქერნალი.
 გული როგორ გამიძლებს, რომ
არ წავიდე მწვანე ტბაზეც.
მზე სხივებით აფერადებს
ფაფუკ ღრუბელს ლაჟვარდ ცაზე.
ზოგჯერ ნისლი ბეშუმის მთებს
მანდილივით მოეხვევა,
სამასწლოვანი ტკივილის 
ცრემლი ნამად დაეფრქვევა.
ამაყი ვარ ჩემი მხარით,
ხიხანით და დიდი ტბელით;
ჩაუქრობელი სანთლებით;
კარათით და არგინეთით.
ზოგჯერ თოვლი ჰხურავს ბეშუმს,
ქედლებს და დანისპარაულს.
დავეშვები მთიდან დაბლა, 
გავატარებ დროს მხიარულს.
კომენტარები (0)