აღრევა


სხვის გონებაში დალექილი ბურუსის კვალი, 
სხვისი თვალები, სხვისი ფიქრი, სხვისი ტრილოგი. 
ეგზისტენციალური გაშიშვლება ღრმა ტრაგედიის
და ესქილეს მეორე სარტრის პროლოგში. 

ჩემგან გაქცეული ფიქრების ჯაჭვი
სადღაც წყდება და სადღაც მძიმდება,
თან შორს და თანაც მახლობლად,
ჟოზეს კაენი იკვეთება ჰეგელის “ღმერთთან” . 

სიტყვის დუელში, ლატენტური აზრების დავით,
ჩემი გონების ლაზიერი ებრძვის ცაიტნოტს. 
და კანტის ცნობიერის დასვრილ დაფაზე,
შოპენჰაუერი სიტყვებით თამაშობს. 

თვალებს ვხუჭავ და მოგზაური უკუღმა დაძრწის,
ეპიკურესთან ათეიზმში გახვეულა ბუდას ნირვანა. 
ან უფრო უკუღმა - ბედნიერება სოფოკლემ შექმნას,
და ჩემი ფიქრები დაიფერფლოს მწარე სატირად.



2019.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი