თვე


თხზავს ეს აპრილი სიყვარულის საოცარ იგავს 
და  ფილაქანიც სიცოცხლის აგურით გადაივსება.
იგავის მორალიც ყოფის სიყვარულს მოიღაღადებს
და გრძნობის ასტრალში მეოთხე თვეც სივრცეს ისაზღვრავს.

აპრილი იღვრება მრავალ მნიშვნელად,
ბოლო არ უჩანს განცდათა სათვალავს..
აპრილი არის ფიქრების კონა,
აპრილი არის შეგრძნებების ზღვა.

თვე აღსარების, თვე გაცოცხლების,
თვე მიძინების, მკვდრეთით აღდგომის...
თვე ღალატის და თვე თვითმკვლელობის, 
თვე მიტევების და მიუტევლობის!...


2018.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი