არმაგედონი!


უდრტვინველ ჭილყვავს დავაძიძგნინე ლეშში ნაბადი,
სევდად და მწუხრად ჩამოღვრილი ლეშხთ ტრილოგია.
მოვხსენ ცნობიერს უმეცრების  სათვალის ფერი
და რელატივიზმში გავახვიე ეპიგონთა აპოლოგია.

ისე ცხარდება მაჯისცემა, როგორც არასდროს, 
მშფოთვარე გულმა ჩაიხვია მწუხრის ავდარი. 
ნარნართ ჭაობში რომ ჩავძირე სევდა- უსივრცო,
სულში აფეთქდა ფერთა წვიმა, როგორც ატამი...

მოვიწყე სულში ჩემი ყოფის კაპერნაუმი
და ბოროტნაბადი სულის კედლები მევე გავწმინდე..
არის ცდუნება უსჯულოთა მაცდური სულის,
რომ გარდასახვით სხვისი "მეც" ჩემად გადიქცეს.
_____

გრძნობამიხდილებს საკუთარი სული გვამებით დააქვთ,
არგუნეს საშვი მიწის ზევითა ჯოჯოხეთისაც.
მე უნაპირო გრძნობათა ზღვების მეზღვაური ვარ 
და ვერ მაშინებს ჯოჯოხეთის გუბენი  ცეცხლთა!


2017.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი