ჩემს ბეს..

წამწამებზე ნაყოფივით რომ გეკიდება
თვალის კუთხეებთან შრამად მიყინული ცრემლი,
გული მეკუმშება, შენი ცრემლდენა სულში ჩამეღვრება
და სევდის წყლით მევსება უშენო გულიც...

ჭაღარამ შეგისანსლა თმის შავი ღერები,
ცრემლის ჩანჩქერიც ხშირად ცხარდება,
გვერდით რომ არ მყავხარ, ვერ ვეგუები,
უშენო გაზაფხულს ფერი ეკარგება..

უცრემლოდ ვერ ვწერ და ცრემლი მიფანტავს
სიტყვებს, რომლებიც ასე გეტრფიან...
სიცოცხლის შუბებით გამუსრე სიკვდილი,
დიდხანს რომ მყავდე, ჩემო ბებია!

დაე იმარჯვოს ჭაღარამ შენზე,
მუდამ რომ გიკოცნო თოვლის დალალები!
დაე, დაამარცხო დროის ურჩხული
და ხშირად ჩამიხუტო, ბები!..