ბინძური ვარდისფერი სათვალე!

სხეული მოიცვეს სარკოფაგებად,
გვამი სულები გაეფანტათ ბნელ უფსკრულებში
და უგონო სხეულის უსულო თვალებს, 
ხედვა აიძულეს ბინძური ვარდისფერით.

თავისუფლებამ თვითონ მილულა თვალები მორცხვად
და სარკოფაგში, თავისუფლების სახელით, ურცხვი ვნებები აცეკვდა.. 
ილუზიური დელუზიით შებღალეს გრძნობაც 
და მხოლოდ "რაღაცის" მოითხოვეს ხარბად მონობა..

თავგასულ ფიტულთა უგუნორობა სისხლში იჟღვენთვის, 
განათლებაზე აღარ ვდაობთ, კულტურას ვებრძვით.
თავისუფლება რომ ჰგონიათ, იმით გათელეს
ქვეყნის სუნთქვისთვის გამორიდებულ სხეულთა სულიც.