სად დასცილდება...


სად დასცილდება აზრები აზრებს,ფიქრები ფიქრებს, ქარები ქარებს?!
ვინ მოვა შენთან,ვინ წავა შენგან?!
დღეების დამლევს ვინ გაგიქარვებს?!
ვინ დაიძახებს მხოლოდ შენს სახელს?!
ტვინის ნახევარსფეროში ჩადებს,
აწმყოს და წარსულს,შენს ბავშვურ სახეს
თითქოს და ვინმე მზესავით გყავდეს.
სად დასცილდება ბეჩავი ბეჩავს?!
ჩამჭკნარ ხელებში ნაშენებ სახლებს
ოფლით და   სისხლით,აფარებ ფარდებს 
შენსვე ანარეკლს.
არ გინდა იყოს არ გინდა სჩანდეს
მოხუცი სახე,ნაღველს ამატებს
ჩამომჭკნარ ღაწვებს და არც კი იცის
სად დასცილდება სხეული სხეულს,
კედელი კედელს,ღამემშვიდობის!
სნეული ცოლი თავს იკატუნებს თითქოს და სძინავს ან იქნებ სძინავს...სად დასცილდება სიზმარი სიზმარს?!
ყვირის და გრგვინავს ცივი ხმა,ყინავს...
ვინ გამოგყვება მესაზე კვირას?!
კვლავ ისე  გიყვარს როგორც უყვარდათ ოდესღაც მამებს დედები მაშინ ჩვენს ბავშვობაში.
მუხლები მიაქვს სიბერეს  ძვლიანს  ტყავგადაკრული ჯოხები გცვლიან.
 ჩემი თითები უფრო სავსეა შენს მქრქალ გუგაში ჩავარდნილ თვალზე
სად დასცილდება სიტყვები სიტყვებს,
ვინ გამოგყვება კვირას მესაზე?!.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი