რექვიემი ჩემ სიყვარულს


გრძნობა მომიკვდა!მზის ჩასვლისას  სული დალია
ბორგავდა დიდხანს  სნეული და ითხოვდა მოძღვარს 
ეს რექვიემი ახლა ჩემი  ბოლო ვალია
 ბედნიერების ცრემლი უფრო  ერჩივნა მოთქმას 

და მაინც მინდა ჭირისუფლად ვექცე მის აჩრდილს
სანამ ჯერ კიდევ შემიძლია მასთან შეხება
დაიმსახურა ჩემმა გრძნობამ იმაზე მეტი
ვიდრე  ბანალურ მუხამბაზში გამოკვეხება

რა იყო მაინც ეგ უდღეო  ასე უიღბლო 
ნუგეშისთვისაც პანაშვიდებს არავინ ახლავს
რომ არ ვყოლოდი რა ელოდა ჩემ საწყალ გრძნობას
უპატრონოთა მიუჩენდნენ საფლავზე საფლავს

მე გავაცილებ პატივით და სიტყვით წარვსდგები
მის სარეცელთან ვიტყვი როგორ მიჭირს გაშვება 
მინდა დავტოვო ხელუხლებლად მისი დარდები
ჩემს ოთახში…და ავკრძალო კარის გაღება 

გაფრინდი ჩემო ,უსასრულოდ  დროში
სივრცეში 
შეფიცულების თან წაიღე ფუჭი სიტყვები
და სადაც ვინმე შეიკვრება შენი სახელით
მწამს უსათუოდ ხორცშესხმული შენც იქ იქნები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი