უნდა მოერიდო ფლიდებს


ნაგვით გატენილი უჯრა
სისხლით ავსებული ავზი
და თუ არ არსებობს უნდა
როგორ მოვერიო ამ ზნით

მატყუარებსა და ფლიდებს
მათ ამ უსაშველო ლიქვნას
როცა გამადლიან მჭიდებს 
თუნდაც არაფერი იქმნას

და თუ სამყარო გაქვს დიდი
მასში ვერ ეტევი უფრო
სადღაც დაგჭირდება გიდი
რადგან უსათუოდ უთმობ

შენთვის მომადლებულ დღეებს
დაკარგულებსა და გიჟებს
უნდა დაელოდოო გემებს 
უნდა მოერიდო ფლიდებს?!.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი