გაიქეცი


გაიქეცი!საწოლიდან სადაც,აღარ იცინიან.
სადაც ძილის ღრმა უფსკრული გითრევს ხშირად
და უბრალოდ   რა ხანია არ  ითვლიან 
აქ ტკბობის წამს ბალიშებს რომ აწევს ხვითქად.

გაიქეცი იმ მხარეში ,სადაც უყვართ
ქსოვილებზე ჩაქცეული ჰემატომა.
გაიქეცი საყვარელო მაინც თუნდაც 
ამ საწოლმა ერთმანეთი შეგვატოვა .

ვცვლი და ვიცვლი,ვცვლი და ვიცვლი…
ვერ შეგცვალე,ვერც გამოგცვლი!
შენგან შორს და ჩემთან ახლოს გაიქეცი…
სანამ ვნებებს კიდევ ერთხელ არ   გამოვცდი.

სანამ კბენით ტკივილნარევ შვებას მოვგვრით
ძვლისფერ ზეწარს,გადმოვაფენთ სამზეუროდ 
გაიქეცი,სადაც ახლაც დორბლი მოსდით
დაიკარგე მის თითებში უგზო-უკვლოდ.

მე მოგძებნი სანთლით, როგორც იმ გამოთქმას
თითგაყოლილ ფრაზასავით ნაბლუკუნებს. 
გაიქეცი რომ კბილებში კვლავ გამომცრას,
როგორც მგელი სავსე მთვარე წამიყრუებს

ყოველ ყმუილს,მწევარივით დადევნებულს.
შენი სუნთქვა გამაღვიძებს  შენზე ბოდვით 
და გიპოვი მაყვლის ბუჩქთან დანებებულს
გაიქეცი  რომ ნაკვალევს გავყვე ხოხვით...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი