სირინოზის სიმღერა


სირინოზის სიმღერა



პატარა მეზღვაურო განაგრძე აღმოჩენა მარგალიტების და ბოთლში წერილების
ცაზე ვარსკვლავები  როცა გამოჩნდება ბედის  ნიშანია ბედთან   შერიგების

მერე გემის კიჩო კლდეებს მიანარცხე სადაც დაწყევლილი განძი გელოდება
ანძას აახოხდი როგორც კოჭლი მაცნე 
რადგან შენი წყევლა სხვასთან მეორდება

ღმერთებს შეავედრე ქარის მიმოქცევა 
მყარი გემბანი და ლურჯი ჰორიზონტი
ხედავ ალუბლები კლდეზეც იფოთლება
თურმე შენს ოცნებებებს  სად არ მოიხმობდი

ზეცას  ღრუბლიანი რუხი ჰემატომა
როცა გაუჩნდება  გადაგიშლის ფიქრებს
ხოდა  მელოდიის უცხო ჟღერადობა 
თუ კი სმენას გიხშობს  გაეცალე რიფებს

ახლოს არ მიხვიდე მხოლოდ ამ ადგილას 
წმინდა აგატას ღრმულს უნდა მოერიდო 
ზოგჯერ ლაყუჩები უნდა გამოისხა 
ზოგჯერ დამტვრეულ ქვებს ხავსად მოეკიდო 

აქ სირინოზები ციცქნა მეზღვაურებს
საამური ჰანგით ხშირად იტყუებენ
გრძნობენ შენნაირებს მუდამ მარტოსულებს 
ეუფლებიან  ან თავად იუფლებენ

ოკეანის სურნელს აფრქვევს მათი თმები 
ხოლო თვალებში აქვთ სუფთა ალმასები
ჩქარი სუნთქვითა და მკერდის აზიდვებით
გეჩურჩულებიან თანაც ალმაცერით 

ტუჩებს დაცქერიან როგორც საყვარლები ,
თავის განძის რუკას  როგორც კორტასარი .
უხილავი ჟინით ხანაც  გამალებით
და თუ საცოდავო კოცნაც მოასწარი?!

 ისე გადაყვები ზღვის ქაფიან ბუშტებს 
თვალის გახელამდე სიღრმეები გშთანთქავს
მერე ნიჟარას რომ მიიდებენ ყურზე
შენს ხმად  მოისმენენ მეზღვაურის ტანჯვას
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი