შენ არღვევ დუმილს


შენ არღვევ დუმილს იქ სადაც სდუმან კლდესავით ყრუ და უხმაურო ბარიკადები
ნაკადულივით ჩამოუვლი წყურვილს მოუკლავ
მაყვლის ბუჩქივით უკეთურში გაიბარდები
  
მზის ამოსვლამდე მოასწარი ყველა თამაში
 ვინმე მებადურს  აიძულე დაგდება ბადის 
მერე კი ცხვრები შეაგროვეთ ერთად ფარაში
შენ და მეცხვარემ ,გაიხედე თუ გარეთ ბარდნის

თოვლის კაცუნებს გაუკეთე სტაფილოს ცხვირი
გუგულის ბუდეს შემოაცვი ხავსის კოლაჟი
ხორბლის ყანაში საფრთხობელა დადნება  ცვილის
ნამგლები ლეწვით შეიჭრება  ჩალის კონაში

მერე კი წადი გაერიე ხალხმრავლობაში
ქალაქის მტვერით შეაგროვე ქუჩები ვიწრო
თუნდაც პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში
გამომიძახე ისე ძლიერ საფლავშიც ვიგრძნო

შენ ახშობ ხმაურს იმისთვის რომ დუმილს ეომო
თან კალაპოტებს შენებურად აგებ და  და არღვევ 
ნაკადულივით  მირონარევს უნდა ველოდო
შენთვის კალაპოტს ხიბლნარევი თუ როგორ არჩევ .
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი