ერთად ვცხოვრობდით ჩვენ და მატისი


სახლში ვცხოვრობდით ჩვენ და მატისი შემოგვივლიდა რაინერ რილკე. 
ერთხელ სიზმარში ხელი გაგიშვი,
მას შემდეგ დღემდე მიჰყვები  რითმებს.

ამადეუსი გვსტუმრობდა   მარშით
და ფანჯარასთან ძრწოდა გოია. 
ნუშის ნამცხვრები მომქონდა მაშინ
მე  ახლაც ყველა საცხობს მოვიარ.

თურმე მეომრის ღირსება ითხოვს,
წაგებულ ომში გადახდას ხარკის.
შვებას კი ალბათ ბოლომდე ის ფლობს, 
ვინც გაიკეთებს სულზე ხარაკირს.

მახსოვს სტენდალი გვითევდა ღამეს
და სავარძელში თვლემდა ალან პო.
თეთრი კაჭკაჭი მოასკდა  კარებს 
 სხვისი ამბავი შენად გაგანდო…

და როცა ლიზა სარეცხს გადმოფენს, 
ფოსტას დატოვებს ვინმე უმბერტო
ეკო და ხანაც,ვარდის კოლოფებს  შემოგაპარებს ერთი უღმერთო.

გახსნი პატარა მომღერალ სკივრებს
ვით იმჰოტეპის მკვდართა სარკოფაგს,
მერე კი სახლის  მძინარე მკვიდრებს
ცეცხლზე დაუდგამ მოხუც სამოვარს.

როცა ოთახში ვითვლიდით ქუჩებს?!. 
ჩიხად წოდებულს, მარტი-აპრილის 
მწვანე ჟასმინი გილბობდა ტუჩებს
ერთად ვცხოვრობდით ჩვენ და მატისი…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი