ჩაიდნის ამბავი


ჩემისთანა დახვეწილი მაგრამ ჟამმოჭმული ჩაიდნისთვის აუქციონიდან მეორადი ნივთების ბაზრობამდე ერთი ნაბიჯია უფრო სწორად ერთი ორთქლის გამოშვება.მახსოვს საწყისი ფასის გამოცხადებიდან ,როცა ხანგრძლივი დუმილი გაისმა აუქციონის წარმომადგენელმა წარმოთქვა ,,გაყიდულია”და მე გადავინაცვლე კოლექციონერის პირად ლამბაქზე ის გიჟი სამოვარიც ჩავანაცვლე ჩანჩქერივით რომ გადმოაფრქვევდა  ადუღებულ წყალს .თავს ისე ვგრძნობდი როგორც მე და ჩემს მეპატრონეს გვეკადრებოდა სანამ ჯანდაბა,იმ დღეს ცხვირი არ დავკარგე ის საიდანაც ვუსტვენდი ხოლმე .მერე ერთხელაც  ჩაის მორიგი რიტუალისას ცეცხლზე დავრჩი, წყალი დაშრა და მე სახელურის ცალი მხარე დამეწვა ,დამწვრობაზე მტკივნეული დარჩენა იყო.თურმე სასტვენის გარეშე შეიძლება დაავიწყდე …
ამის შემდეგ რამდენჯერმე ვცადე ცეცხლზე მოძრაობა რომ იქვე ჩაძინებული ჩემი პატრონი გამეღვიძებინა,ისე ვხვანცალებდი თითქოს ტურბულენტულ ზონას გავდიოდი და ჩემი გადმოვარდნის  ხმამაც არ დააყოვნა, ცივი თავზარდამცემი ხმა იყო. წამოხტა და ბრაზმორეულმა ნიჟარაში მთელი ძალით ჩამანარცხა, იქ კი საბოლოოდ დავინვალიდდი.ფსკერგავარდნილი ჩაიდანი ან უნდა გადააგდო ან დანიშნულება შეუცვალო ასე ვიქეცი მისი ბეგონიის პატარა სახლად ვერაფერს იტყვი მიწა გკრავს, შედარებით მყარს გხდის ,წყალი რომ ჟონავს არც ეს არის უცნაური,პირიქით ასეც უნდა იყოს.არა უშავდა, სულ არაობას სჯობდა, სხვა თუ არაფერი ჯერ კიდევ კოლექციონერის საყვარელი ჩაიდანი ვიყავი. მაგრამ მერე ის ქალი მოვიდა გატეხილ ნივთებს უბედურება მოაქვთო და ახალი ელექტროჩაიდანი აჩუქა ,გარანტია მოყვებაო უთხრა.მე კი ძველ ხარახურასთან ერთად პატარა მუყაოს ყუთში მომათავსეს და მეორადი ნივთების ბაზარში განმამწესეს არც კი ვჩანდი ,შიგადაშიგ როცა ჩემს თავზე დახვავებულ ნივთებს გადასწევდნენ ვცდილობდი ამოძვრომას .ერთერთი მცდელობის დროს ბუსთვალება გოგომ შემამჩნია,ხელში ამიყვანა,შემათვალიერა და იღლიაში ამოჩრილმა გამყიდველთან წამათრია.
-რა ღირს? 
-თხუთმეტი დოლარი.ისე უპასუხა გამყიდველმა არც შემოუხედავს
-ძვირია.თქვა გოგონამ
-ხუმრობთ?მეცხრამეტე საუკუნის ჩაიდანია.
ტყუილია მეცხრამეტე საუკუნის ჩაიდანი არ ვარ გავბრაზდი.არ დაუჯეროთ,უფრო პატარა ვარ ,მაგრამ ბევრი რამ შემიძლია, ბევრი რამ ვიცი ჰენდელს ვიცნობ,ვუკრავ კიდეც…როცა ჩემი პატრონი უსმენდა მაშინ ვისწავლე,ბაირონს ვკითხულობ, ხმამაღლა ვკითხულობ…ჩემმა პატრონმა ბევრი რამ მასწავლა,მე უბრალოდ ცეცხლზე დავრჩი.
-რა მნიშვნელობა აქვს ,უსარგებლოა უპასუხა ბუსთვალება გოგონამ
-ნებისმიერი რესტაურატორი შეაკეთებს,არაფერი დაეტყობა.იხტიბარს არ იტეხდა გამყიდველი.
რაო?ტანში აღტაცების ჟრუანტელმა დამიარა.შემაკეთებს?ხო ნებისმიერი შემაკეთებს,არაფერს შევიტყობ მეც კი არ მეცოდინება ,უბრალო ნაკაწრი იქნება,შემაკეთებენ და დანიშნულების შეცვლა ყვავილის ჩასარგავად არ მოგიწევთ.არც უბედურებას მოგიტანთ.
ძვირი არ ვარ,მე ამბავი ვარ …ვცდილობდი მისთვის ხმის მიწვდენას.
-ამას ავიღებ თქვა და ხელი თიხის სამარილესკენ გაიშვირა.ლამაზი სამარილე იყო,მაგრამ მარილი?ის გავნებთ…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი