შიზოანაფრენია


შიზო ანაფრენია,
სასო წარკვეთილია.
შენი ვითომ გენია
ჩემთვის გაკვეთილია.

ჩუმად შემომაჩეჩეს 
შხამიანი ბოკალი
შენ როგორ მოახერხე
ჩემში სუნთქვა მოკალი 

ცოცავს მატლი საპარსზე 
როცა  ჭექს და აქუხებს
ვლესავ პირებს ქამარზე
ციდან  გადმონაფურთხებს.

სახელსა და გვართან კი
კითხვის ნიშანს დაისვამს 
სანამ შენ გადაგვარდი
ის პასუხობს თავისას. 

ხოდა სიტყვით თამაში
მხოლოდ ლექსებს უხდება
ამ სულელურ დავაში
რაღაც უფასურდება.

დავალაგოთ პაზლები
ვისაც წყვილი მოუვა,
მერე ვშალოთ აზრები
უდროოდ თუ  დროულად.

უნდა ,,ჭამო” !სიგამხდრე
და-გა-ჩა-ჩა-ჩა-ნა-კე-ბს.
თორემ შენი სილაჩრე 
მომაყოლებს არაკებს.

გამოყევი ნელ ნელა
ჩემი ფეხის ნაკვალევს
ცეცხლი რომ მოგედება
ნახავ როგორ ანაღვლებს

მტვრის  მოქცევა ისევ მტვრად 
და მზის ჩრდილი ქვიშაში,
გაგიხდები პირველ მტრად
მე ნოემბრის წვიმაში.

ახლა უნდა დავტოვო
დანტეს პურგატორიო
აქ ვიღაცა  ბატონო
ფალსიფიკატორია

შიზო ანაფრენია
სასო წარკვეთილია
შენი ვითომ გენია
ჩემთვის  გაკვეთილია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი