მცოცავებს უნდა გაჰყვე


ადამიანი მაშინ ბერდება როცა ღვინოში წყლის გარევას იწყებს,ლიტერატურის ნაცვლად ყოველდღიურ ჟურნალს ფურცლავს იმედით რომ ნეკროლოგების გვერდი განახევრდა და მუსიკის ნაცვლად რადიოს უსმენს სადაც გადმოსცემენ თუ როგორ აუაროს გვერდი გრძელ საცობს .ხოლო ის მაშინ კვდება როცა ოცნებას წყვეტს. სულისშემძვრელი სუსხის მოახლოვებას იმთავითვე გრძნობს როცა ლურჯი ღრუბლები ფერს იცვლიან,მუქდებიან ფოთლები ნელი რხევით იწყებენ ცვენას, უდაბნოს ქარები ქვიშანარევ
წვიმის წვეთს ისე მიანარცხებს ,სახე ეყინება.როგორ შეუძლია ადამიანს იყოს მშვიდად როცა იცის რომ  ფეხებქვეშ მდგარი წყალი და ლავა  ნებისმიერ წუთს ამოხეთქავს?!.
არადა თუ მიწაში მძრომების ზედაპირზე ამოსვლას დააკვირდები დროსაც და სტიქიასაც აჯობო იქნებ?!მერე როგორ ატანს ეს სუსხი ძვლებში, გვიანია თავშესაფრის ძიება,მცოცავებს უნდა გაჰყვე…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი