მიტოვებული სახლი


წავიდნენ,მარტო დამტოვეს,ჩქარ გაიკეტეს კარია,
თან გაიყოლეს ყოველი, თოფი,ფარი და ხმალია,
სულზედ დამადეს ბოქლომი,ღმერთო რა რიგად მწარია,
ტანს შემომარტყეს ჯაჭვები, გულს გამიჩინეს შრამია.

სარკმელიც ამოუქოლე, ცოლ ეტყვის თავის ქმარსაო,
მთაში მკვდარა სიცოცხლე მალე ჩავიდეთ ბარსაო,
აუგსა სიტყვას მკადრებენ,ერთს არ იტყვიან კარგსაო,
სულაც ფეხებზე ჰკიდიათ რომ მივეცემი დარდსაო.

ხოლოდ ჩემსავით მოხუცი,ქალი ჩამოჰყრის ცრემლებსა,
ერთს მაგრად ჩამეკონება,ტანზედ შამამხვევს ხელებსა,
თან დამიკოცნის ბეჩავი ნაადრევ ჩენილ ბზარებსა,
ვაიმე ჩემო ტკივილო,ჯანხად აყრიხარ თვალებსა.

მალე დავინგრე იქნება,მალე ჩავიცვამ შავებსა,
ვეღარა გავზრდი წიაღში  გმირებად ქებულ  ვაჟებსა,
ვეღარ ვუმღერებ ძილის წინ თვალებ ხატულა ქალებსა,
მიდიან,მარტო მტოვებენ ჩქარ იკეტავენ კარებსა.
1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი