ალავერდი


ამ სიმწვანეში სანთელივით ცეცხლად ელვარებს,
ალაზნის ველზე წამოჭრილი შენი სხეული,
მცველად უდგახარ კავკასიის მაღალ მწვერვალებს,
დგახარ სიწმინდით, სასოებით გამორჩეული.
ეს ალავერდის გუმბათია, ოქროს კედლები,
და შორიახლოს მიწას ჩქერენ თეთრი ხარები,
დაბზარულ მკერდზე შერჩენია გმირთა გვარები,
მტერს აზანზარებს, შიშის ზარს სცემს მისი ზარები.
ამ სიმწვანეში ოქროსფერი შენ ხარ მტევანი,
ვერ დაგეწევა ვერც დუშმანი, ვერცა მდევარი,
გამომეღვიძა სიზმარიდან უშენოდ დაჭრილს,
შენს წმინდა კედლებს სურნელი აქვთ მდუღარე მაჭრის,
შენ ალავერდო,დასაბამო თვით უკვადავების,
დედა ტაძარო, კახთა ძალო, ხატო მშვენების.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი