ქალავ შენი სული გულში ჩამდუღვრულა


ქალავ შენი სული გულში ჩამდუღვრულა,
მზერაც ნაბილიკარს გაჰყვა ლექიანით...
თოთო გულსაკრავით გულიც დაფარულა,
შიგან ბაგაბუგობს ცეცხლი ვნებიანი.

ვითამ ბობოქარი, ქალი ქარიშხლის და
ვულკან ამომფრქვევი მზერა ბედიანი,
ბაგე მომღიმარი, ნაკვთი ვარდისშლის და
ტანი ალვის მსგავსი გონებ ბნედიანი.

თანაც ამორძალო, ჩემის ნაფიქრებით,
ბედის სიმუხთლიდან ჟამის უკუსვლამდე,
დღეთა გარდახდომილ ვეღარ დავიწყებით...
თითქმის დავიწყებით გრძნობაც უკუვმართე.

თურმე მართალს ამბობს ბრძენი დაფიქრებით,
ისეთს არა გირჩევს გვიან ინანებდე,
გირჩევს არ დანებდე როცა დაიღლები,
დაე სიყვარულმა გმართოს სიბერემდე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი